“სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების” მიერ ჩატარებულ კვლევას, სადაც საუბარია მედიკამენტების კუთხით არსებული პოლიპრაგმაზიის შემთხვევებზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციუალური დაცვის მინისტრო დავით სერგეენკო გამოეხმაურა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიპრაგმაზიის ფაქტები შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლიდან ცნობილი იყო.
მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მედიკამენტების წილი იყო ძალიან მაღალი. რიგი პირობებით 60%-მდე, ბოლო მონაცემებით კი 40%-მდე.
“ამას ორი მიზეზი აქვს: წამლის ფასები და სამედიცინო მოვლის ხარისხი, როდესაც ექიმი მაქსიმალურად გადაიზღვევს თავს იმისგან, რომ გამოწეროს ბევრი წამალი. ეს მედიცინაში ცნობილი ფენომენია და მას პოლიპრაგმაზია ქვია.
ის რეფორმები, რაც მიმდინარეობს აქეთ არის მიმართული. ბაზარზე კონკურენცია და ფასების შემცირება, რისი ტენდენციაც გამოკვეთილია. მეორე მხრივ, ექიმის გადამზადება და სამედიცინო ხარისიხის მოვლის კონტროლი. ეს არის აპრობირებული მეთოდი და მძლავრი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს პრობლემები მინიმუმდე იყოს დაყვანილი”. – განცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის მიერ, მედიკამენტების კუთხით არსებული პოლიპრაგმაზიის შემთხვევების კვლევის შედეგები განიხილეს.
კვლევის პირველი შედეგების შემდეგ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმებისთვის 4 რეკომენდაცია მიიღო
1. – ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ ფორმა N IV- 100-ში მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.
2. – არაორიგინალი პრეპარატების მიღებისას რეკომენდაცია მიეცეს ექიმს , პრეპარატების გამოწერისას ყურადღება მიაქციონ მის ფასს, ვინაიდან მთელ რიგ შემთხვევაში, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ჯენერიული ანალოგი პრეპარატის ფასი ბევრად აღემატება ორიგინალის ფასს.
3. – მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადახედონ ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები.
4. – მოხდეს უწტვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა და მასში განსაკუთრებით გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაიაში.