პირველ ოქტომბერს, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, კომპანია ეივონ (AVON) კოსმეტიქს საქართველოს ეგიდით და „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში მასშტაბური ვარდისფერი მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ.
ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.
მსვლელობის განრიგი:
- 13:00 – 14:00 შეკრება ფილარმონიის წინ, მსვლელობის მაისურების და პრომო მასალების დარიგება;
- 14:00 – 15:00 მსვლელობა ფილარმონიიდან პირველი სკოლის მიმართულებით;
- 15:00 – 17:00 აქტივობა პირველი სკოლის წინ, საინფრომაციო მასალების გავრცელება, ექიმის კონსულტაცია და მამოგრაფიული შემოწმების გავლა, გასართობი ღონისძიებები;
- 16:00 – 17:00 საქველმოქმედო კონცერტი, აქტივობის დახურვა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge/Pink დ უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ – 032 2508 508.
info9.ge