მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » პენიტენციური ჯანდაცვის ეთიკის კოდექსის სრულყოფისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მუშაობენ
საქართველოს პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი ეთიკის კოდექსის განხილვის მიზნით ევროპის საბჭომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა.

პენიტენციური ჯანდაცვის ეთიკის კოდექსის სრულყოფისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მუშაობენ

საქართველოს პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი ეთიკის კოდექსის განხილვის მიზნით ევროპის საბჭომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა.

ეთიკის კოდექსის პროექტი ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ექსპერტებმა საერთაშორისო ექსპერტის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავეს. აღნიშნული კოდექსი საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, სტანდარტებსა და ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, რომელიც ციხის ჯანდაცვაში ჩართულ სამედიცინო პერსონალისათვის უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ. აღნიშნული ჯგუფი კოდექსის დახვეწასა და სრულყოფაზე იმუშავებს, რათა ის დასამტკიცებლად და შემდგომი გამოყენებისთვის მოამზადოს.

შეხვედრა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში გაიმართა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …