მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით პაროდონტის დაავადებების გავრცელება პოპულაციაში 67-95%-მდეა. პაციენტები ყველაზე ხშრად გინგივიტითა და ქრ. პაროდონტიტით ავადდებიან. არანამკურნალები ან არასწორად ნამკურნალები პაროდონტიტი კბილის დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება.
პაროდონტიტის სიმძიმე ასაკთან ერთად მატულობს და ყველაზე ხშირად 40 წლის ასაკის შემდეგ ვლინდება. ამ პერიოდში პაციენტები უმეტესად ორთოპედიულ მკურნალობას საჭროებენ და თუ არ მოხდა კბილების პაროდონტოლოგიური მომზადება, ორთოპედიულ მკურნალობიდან რამდენიმე წელიწადში (3-5 წელში) პაციენტების დიდი ნაწილი კბილებს პროთეზებთან ერთად კარგავს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პაროდონტიტი ინფექციური დაავადებაა, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებებისა და ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების, ხოლო ორსულ დედებში -ნაადრევი მშობიარობისა და მცირე ზომის ახალშობილის დაბადების მიზეზი გახდეს.
პაროდონტის სხვა დაავადებებიდან აღსანიშნავია ღრძილების რეცესია (ლოკალური თუ გენერალიზებული), რომელიც პაციენტის ესთეტიკური დისკომფორტის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი ხდება. ასევე სხვადასხვა სისტემური დაავადებები სიმპტომურად პაროდონტის ქსოვილების პათოლოგიური ცვლილებებით გამოვლინდეს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მათი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა.
საქართველოში პაროდონტოლოგიის სპეციალობა არ არის ცალკე გამოყოფილი. პაროდონტოლოგის ფუნქციას ითავსებს ან თერაპევტი ან ქირურგი სტომატოლოგი. პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეისწავლება მოკლე კურსით (3-4 თვე) დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომი სწავლების პერიოდში. სწავლება კი ხდება 1983 წლის საბჭოთა სტომატოლოგთა XVI ყრილობაზე მიღებული პაროდონტის დაავადებათა კლასიფიკაციის საფუძველზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ რუსეთსა და რამდენიმე პოსტსაბჭოურ ქვეყანაში.
ევროპის უმეტეს ქვეყანაში და აშშ-ში პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა ისწავლება სამწლიანი დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამით და ცალკე არის გამოყოფილი სპეციალობაც, რაც განპირობებულია პაროდონტის დაავადებათა გავრცელებით, მრავალფეროვნებითა და ცალკე ექიმის – პაროდონტოლოგის საჭიროებით. სწავლება კი მიმდინარეობს პაროდონტის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის საფუძველზე, რომელიც 1999 წელს შეიქმნა.
2015 წელს სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსში” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა. სკოლა პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კონსერვატიული მეთოდების, თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციების, მიდგომებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე მომზადებულ სწავლების სრულიად ახალ და თანამედროვე მიდგომებსა და სასწავლო პროგრამას სთავაზობს ქართველ სპეციალისტებს.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილე შეძლებს:
- დამოუკიდებლად განახორციელოს პაროდონტის დაავადებათა მქონე პაციენტების გამოკვლევა, დაავადების დიაგნოსტირება, მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენა.
- პაროდონტის დაავადებათა მკურნალობისთვის გამოიყენოს არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდები, ხელისა თუ სხვადასხვა ტიპის ულტრაბგერისა და ლაზერის აპარატები.
- დაეუფლოს მტკიცებითი მედიცინის საფუძვლებს (ხარისხიანი სამეცნიერო და პრაქტიკული ლიტერატურის მოძიებას, მათ ანალიზსა და გადაწყვეტილების მიღებას) რაც საშუალებას მისცემს სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ ყოველდღიურ პრაქტიკაში მოახდინოს დამოუკიდებლად თვით-განათლება და პროფესიული ზრდა.
ტრენერები:
- თეა ნაცვლიშვილი – პროგრამის ხელმძღვანელი, პედაგოგი/“ტრენერი“, თერაპევტი სტომატოლოგი, ქირურგი სტომატოლოგი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი. თარჯიმან-სინქრონისტი. სახელმძღვანელოს “ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია” ავტორი
- ქეთევან გოგილაშვილი –მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. სახელმძღვანელოს “ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია” ავტორი
- ელიეზერ კეიდარი – ექიმი-იმპლანტოლოგი, MIS-ის კონსულტანტი და წარმომადგენელი საქართველოში (ისრაელი).
- მარისა რონკატი – პედაგოგი/“ტრენერი“, ჰიგიენისტი, DDS, ბოლონიის უნივერსიტეტის(Alma Mater Studiorum) ორთოპედიული კათედრის ასოცირებული პროფესორი (იტალია)
- რობერტო როსი– პედაგოგი/“ტრენერი“, პაროდონტოლოგი, DDS, MScD, ქირურგი პაროდონტოლოგი და იმპლანტოლოგი (იტალია), პაროდონტოლოგიისკათედრაU.de.S. HEI ინსტიტუტი (ლუგანო, შვეიცარია).
- ანდრეა პილონი – პედაგოგი/“ტრენერი“,MD, DDS, MS, პაროდონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, სტომატოლოგიის სკოლა და ჰიგიენისტის სკოლა, რომის უნივერსიტეტი საპიენცა.
პირველი წლის მსმენელები კი ახლახან დაბრუნდნენ იტალიიდან, სადაც რომის უნივერსიტეტში “საპიენცა” სპეციალურად მათთვის ჩატარდა პრაქტიკული კურსი პაროდონტოლოგიურ ქირურგიაში. კურსს უძღვებოდა საპიენცას უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის კათედრის გამგე პროფ. ანდრეა პილონი, ლექცია წაიკითხა პირის ღრუს სრული დეზინფექციის პროტოკოლის (Full mouth desinfection protocol) ერთ-ერთმა ავტორმა კლაუდიო მორგარდინმაც.
კურსის მონაწილეები დაესწრნენ2 live ოპერაციას, რომლის ვიდეო ტრანსლაციას და ჩაწერას უზრუნველყოფდა იტალიაში ყველაზე ცნობილი პროფესიონალი ოპერატორი ჯოვანი აკოლიე. პროფესორმა პილლონიმ კურსის მონაწილეებს საჩუქრად გადასცა ამოპერაციების ამსახველი ვიდეო მასალა. ასევე პრაქტიკული კურსის სპონსორმა კომპანიამ ELAF Medical Supplies თითოეული ექიმი დაასაჩუქრა რეგენერაციულპაროდონტოლოგიაში გამოსაყენებელი ახალი პროდუქტით.
სკოლა ახალ სასწავლო პროგრამას 2016 წლის ოქტომბერში დაიწყებს. სკოლა ახალ სასწავლო წელს უფრო მეტ საინტერესო ლექციების და პრაქტიკული კურსების ორგანიზებას გეგმავს. რაც მთავარია სკოლის დამფუძნებლები ქალბატონი ქეთევან გოგილაშვილი და თეა ნაცვლიშვილი გამოსცემენ სახელმძღვანელოს მეორე ნაწილს პაროდონტოლოგიაში, რომელიც მოიცავს პაროდონტის დაავადებების მკურნალობის ქირურგიულ და არაქირურგიულ მეთოდებს. სახელმძღვანელოს, როგორც პირველი, ასავე მეორე ნაწილიც შექნილია თანამედროვე გაიდლაინების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
2 400 707
*IPS@albius.ge
https://www.facebook.com/albiusips/