მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ონკოლოგიის ცენტრში ფილტვის კიბოს კვირეულთან დაკავშირებით უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაიმართება
1-დან 5 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში ფილტვის კიბოს საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება.

ონკოლოგიის ცენტრში ფილტვის კიბოს კვირეულთან დაკავშირებით უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაიმართება

1-დან 5 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში ფილტვის კიბოს საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება.

მათ ვისაც აწუხებს ქოშინი, დაღლილობა, წონაში კლება, ხშირად ხდებიან ავად ფილტვის ანთებით, არიან აქტიური ან პასიური მწეველები, ფილტვის კიბოს კვირეულის ფარგლებში შეუძლიათ მიმართონ ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრს და ჩაიტარონ ფილტვის კიბო სკრინინგი.

სპეციალურად ამ კვირეულისთვის დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე ქუთაისში ჩამოვიდა, რომელიც ადგილობრივ ექიმებთან ერთად პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევს. პაციენტები, რომლებიც ონკოლოგის დანიშნულებით საჭიროებენ კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბრონქოსკოპიის ან ციტოლოგიის ჩატარებას ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.

ფილტვის კიბოს მსოფლიო საერთაშორისო დღე გულისხმობს, დროული დიაგნოსტირების საფუძველზე, კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას, რაც განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …