მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ოფისის აფთიაქის შევსება მაისში 10.9%-ით უფრო იაფია
მაისის თვეში ფასები ოფისის აფთიაქში შემავალ მედიკამენტებზე შემცირებულია 10.9%-ით. წინა თვეში ამ ჯგუფის აფთიაქის შევსება 101 ლარად იყო შესაძლებელი.

ოფისის აფთიაქის შევსება მაისში 10.9%-ით უფრო იაფია

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა მაისის თვეში ოფისის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლის შედეგად კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაციამ დაკვირვება აწარმოა 23 მედიკამენტსა და აქსესუარზე. მათ შორის, ანტისეპტიკურ საშუალებებზე, ტკივილგამაყუჩებელ, კარდიოლოგიურ, წნევის დამწევ, გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, ანტიჰისტამინურ, დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებებზე, აქსესუარებზე.

კვლევისას დადგინდა, რომ მაისის თვეში ფასები ოფისის აფთიაქში შემავალ მედიკამენტებზე შემცირებულია 10.9%-ით. წინა თვეში ამ ჯგუფის აფთიაქის შევსება 101 ლარად იყო შესაძლებელი. მაისის თვეში კი მისი ფასი შემცირდა და შეადგინა 89 ლარი. სხვაობა აპრილსა და მაისის თვეში ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალ მედიკამენტებზე დაფიქსირებულ ფასებს შორის 12 ლარია.

ფასი შემცირებულია აქსესუარებზე. კონკრეტულად, წნევის აპარატი მაისის თვეში 29 ლარის ნაცვლად 25.92 ლარი ღირს; მედიკამენტ კეტოროლაკის ფასი კი 9 ლარიდან 1.35 ლარამდე შემცირდა. დაიკლო ნიტროგლიცერინის ფასმა 10 თეთრით, ცეტირიზის ფასი კი 3.50 ლარიდან 2.50 ლარამდე შემცირდა.

ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას და დაინტერესებული პირებისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …