მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ნიქოზში სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე პირადი მანქანებით გადიან
ნიქოზში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას ამბულატორიის ექიმები პაციენტებთან, ხშირად, საკუთრი მანქანებით გადიან.

ნიქოზში სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე პირადი მანქანებით გადიან

ნიქოზში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას ამბულატორიის ექიმები პაციენტებთან, ხშირად, საკუთრი მანქანებით გადიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ამბულატორიის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ძამუკაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობის მიმართვიანობა სამედიცინო ცენტრში საკმაოდ დიდია.

მაგალითად, გასულ 2016 წელს, რეგისტრატურაში გამოკვლევების 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ნიქოზის ამბულატორიის ექიმები, ძირითადად, სამი სოფლის – ნიქოზის, ზემო ნიქოზის და ხვითის მოსახლეობას ემსახურება. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას, ამ სოფლებს ტყვიავის განყოფილების სპეცმანქანები ემსახურება.

,,იმის გამო, რომ ხშირად გადატვირთულია გამოძახებები, ექიმებს ჩვენი მანქანებით გვიწევს პაციენტთან მისვლა და შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანა” – ამბობს ნიკოლოზ ძამუკაშვილი.

qartli.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …