მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ნიქოზელ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ნიქოზელ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ნიქოზელ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაცია – ”საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, დღეს გორის რაიონის სოფელ ნიქოზს სხვადასხვა სამედიცინო პროფილის 15 ექიმი-სპეციალისტი ეწვია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ვეტერანთა სამსახურიდან აცნობეს, ადგილობრივი ამბულატორიის შენობაში მედიკოსებმა ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარეს, პაციენტებს საჭიროებისამებრ უფასოდ გადაეცათ მედიკამენტებიც.

სახელმწიფო უწყების მხრიდან აქციას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …