მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ნინო ჟვანია: საავადმყოფოების მშენებლობამ დიდი ბიზნესის სახე მიიღო
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან ბევრი და მგონია, ზედმეტი კლინიკა გამოჩნდა უკვე ბაზარზე. დიდი ბიზნესის სახე მიიღო საავადმყოფოების მშენებლობამ.

ნინო ჟვანია: საავადმყოფოების მშენებლობამ დიდი ბიზნესის სახე მიიღო

სახელმწიფო რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოების და ონკოლოგიური ცენტრის განვითარება-რებილიტაციას გეგმავს. ამ საკითხზე საპარტნიორო ფონდმა ტენდერი  გამოაცხადა, რომლის ბოლო ეტაპზე ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“ გავიდა.

ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“ კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი, FESP-ი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ამ სამი კლინიკის PPP მოდელით მართვას აპირებს, რაც გულისხმობს კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობას.

მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ჟვანია მიესალმება დაგეგმილ პროექტს და აღნიშნავს, რომ სამივე საავადმყოფო საჭიროებს რეკონსტრუქციას:

„სამივე საავადმყოფო, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს, ერთმანეთზე მნიშვნელოვანია. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ნამდვილად საცოდავ სიტუაციაში იყო და საჭიროებდა რეკონსტრუქციას. ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოებიც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, ცხადია და საერთოდაც, რეკონსტრუქცია და რაღაც ახალი ყოველთვის კარგია.

ზოგადად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან ბევრი და მგონია, ზედმეტი კლინიკა გამოჩნდა უკვე ბაზარზე. დიდი ბიზნესის სახე მიიღო საავადმყოფოების მშენებლობამ. ნამდვილად არ ვიცი, რამდენად იქნება ყველა მათგანი დატვირთული, თუმცა ჩემი მოსაზრება არ ეხება რესპუბლიკურ, ბავშვთა ინფექციურ და ონკოლოგიურ საავადმყოფოებს. სამივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ბაზაა და მათ რეკონსტრუქციას მხოლოდ მივესალმები,“ – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …