მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » N3 პენიტენციურ დაწესებულებაში პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

N3 პენიტენციურ დაწესებულებაში პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მიერ 88 ბრალდებულს/მსჯავრდებულს გაეწია 189 კონსულტაცია, ჩატარდა დიაგონისტიკური კვლევები (ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული).

N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელმისაწვდომია პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება და 300-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი დაწესებულების აფთიაქში.

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოკვლევების ორგანიზებას სამინისტროს კონტრაქტორ სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების ჩართულობით სამედიცინო დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები უკვე ჩატარდა N3, N5, N8, N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში. წლის ბოლომდე აღნიშნული ღონისძიება ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.

გამოკვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ევროპის საბჭოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული სამედიცინო აპარატურით ტარდება. აღნიშნული აპარატურით დაწესებულებების ნაწილი უკვე აღჭურვილია, ნაწილი კი, ეტაპობრივად აღიჭურვება.

pia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …