მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » „მშობელთა სკოლაში“ მეცამეტე სალექციო სესია გაიმართება
მშობელთა სკოლაში ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.

„მშობელთა სკოლაში“ მეცამეტე სალექციო სესია გაიმართება

2 ივნისს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში“ რიგით მეცამეტე ღია ლექცია ჩატარდება.

სასესიო თემა „იმუნიზაცია“ იქნება, რომელსაც იაშვილის კლინიკის პედიატრი და იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი რიტა ფაჩუაშვილი წაიკითხავს.

ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.

მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …