მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამას კონტრაქტორების ნაცვლად ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განახორციელებს
რეფორმის ფარგლებში შემცირდება ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდის ოდენობაც.მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 1300 ბენეფიციარია ჩართული.

მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამას კონტრაქტორების ნაცვლად ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განახორციელებს

ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა იწყება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განაცხადა მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამას კონტრაქტორების ნაცვლად ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განახორციელებს.

აღნიშნული ცვლილება საშუალებას მოგვცემს, რომ გაიზრდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ახალი განყოფილებების გახსნას თბილისსა და რეგიონებში, რათა მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

მომავალი 1 თვის განმავლობაში თბილისის მასსტაბით დაგეგმილია 3 ახალი განყოფილების გახსნა, სადაც სურვილის შემთხვევაში კონტრაქტორი დაწესებულებების თანამშრომლები დასაქმდებიან.

რეფორმის ფარგლებში შემცირდება ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდის ოდენობაც.

დღეის მდგომარეობით მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 1300 ბენეფიციარია ჩართული.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …