მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
დღეიდან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. დღეს ამ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

დღეიდან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მემორანდუმის საფუძველზე, გამოკვლევების ჩატარება პერმანენტულ სახეს მიიღებს.

დღეს ამ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა და 3 თვის ვადაში ყველა ვეტერანს ექნება საშუალება, ჩაიტაროს გამოკვლევები.

იგეგმება გასვლითი ღონისძებები რეგიონებში, სადაც ექიმები ადგილზე ჩაუტარებენ ვეტერანებს საჭირო გამოკვლევებს და დაიგეგმება შემდგომი მკურნალობა.

kvira.ge

veterans gov

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …