მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მედიკამენტების ყველა იმპორტიორი კრიზისულ მენეჯმენტზე მუშაობს
ლარის გაუფასურების ფონზე მედიკამენტების ყველა იმპორტიორი კომპანია კრიზისული მენეჯმენტის შემუშავების აქტიურ პროცესშია - ილონა კოკიაშვილი .

მედიკამენტების ყველა იმპორტიორი კრიზისულ მენეჯმენტზე მუშაობს

ლარის გაუფასურების ფონზე მედიკამენტების ყველა იმპორტიორი კომპანია კრიზისული მენეჯმენტის შემუშავების აქტიურ პროცესშია

– ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი რადიო „კომერსანტთან” აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების 93-95% იმპორტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტაშია შეძენილი და მათ ღირებულებაზე კურსის ცვლილება აისახება.

კოკიაშვილი ამბობს, რომ ვალუტის ცვლილება ნაწილობრივ უკვე ასახულია მედიკამენტების ღირებულებაზე, მაგრამ ეს ცვლილება არ არის პირდაპირ პროპორციული ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან. მისი თქმით, იმპორტიორები მუშაობენ მომწოდებლებთან, გარდა ამისა, აფთიაქებში მოქმედებს ფასდაკლების დღეები, იმისათვის, რომ უკეთესი შეთავაზება გაკეთდეს მოსახლეობისთვის.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თუ ვალუტის მკვეთრი ცვლილება არ მოხდა, მედიკამენტების ფასის მატება მოკლე პერიოდში არ არის მოსალოდნელი. მისივე განცხადებით, ადგილობრივი წარმოება ვითარდება, თუმცა ნედლეული იმპორტირებულია, ამიტომ მედიკამენტების ფასი ვერც ადგილობრივი წარმოების ხარჯზე ვერ  იქნება სტაბილური.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიზნესი ელოდება კურსის დასტაბილურებას, რომ გრძელვადიანი გეგმების და პროგნოზების შემუშავება შეძლონ და გადააწყონ ბიზნესი, იმპორტიორებს რთული პერიოდი აქვთ და კრიზისული გეგმით მოქმედება ხდება.

commersant.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …