მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მედიკამენტების ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს
მედიკამენტების ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს.წამლის ხარისხის კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა .

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდას გეგმავს.

პროცესი ითვალისწინებს, როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ პროდუქციაზე კონროლს. სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების კონტროლი  წამყვან საერთაშორისო ლაბორატორიებში  მოხდება . ამასთან ერთად, ახალი ფარმაცევტული კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯია“ უახლოეს მომავალში დაიწყებს ინდოეთში წარმოებული ჯენერიკ მედიკამენტების  გაყიდვას.

საინტერესოა, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები სამინისტროს ინიციატივასა და ქვეყანაში არსებულ წამლის ხარისხის კონტროლის სისტემაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, მარიამ აბისონაშვილი გვესაუბრა:

„მედიკამენტის ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელდება, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ქვეყანაში შემოვა მართლაც კარგ საწარმოებში დამზადებული მაღალი ხარისხის და სანდო ჯენერიკები, ეს იქნება ინდური, თურქული თუ სხვა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ წამლის ხარისხის კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა და თუ უწყება დანაპირებს მართლაც შეასრულებს უახლოეს მომავალში შედეგის სახეზე გვექნება“.

1news.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …