ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მაჭარაშვილა ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ს პრესკლუბში მედიკამენტების დარეგისტრირების პროცედურებზე ისაუბრა.
დავით მაჭარაშვილის თქმით, სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხი, ამ ხარისხის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ბიზნესის ხელშეწყობა, ბაზრის გახსნა, მედიკამენტებზე ფასის შემცირება, თუმცა არა ხარისხის ხარჯზე, არამედ გაზრდილი კონკურენციის ხარჯზე. ამ მიზნის მისაღწევად კი სამინისტროს ყველა კომპანიის მიმართ ერთიანი, კანონის ჩარჩოში მოქცეული მიდგომა აქვს.