მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მედალფაში საბურთალოს მოსახლეობა, კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს
ვინც კლინიკა მედალფაში საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლედ დარეგისტრირდება, უსასყიდლოდ გაეწევა ექიმ–სპეციალისტის კონსულტაცია.

მედალფაში საბურთალოს მოსახლეობა, კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს

კლინიკა “მედალფასა” და საბურთალოს რაიონის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ღონისძიება კლინიკა „მედალფაში“ გაიმართა. მემორანდუმს ხელი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და „მედალფას“ გენერალურმა დირექტორმა, კახი მუხიგულაშვილმა მოაწერეს.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, საბურთალოს რაიონის მოსახლეობას, ვინც კლინიკა “მედალფაში“ საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლედ დარეგისტრირდება, უსასყიდლოდ გაეწევა კლინიკაში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ექიმ–სპეციალისტის კონსულტაცია. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს სხვადასხვა ბრძანების შესაბამისად, ეკუთვნით ექიმების კონსულტაციები განსხვავებული ხელმისაწვდომობით, მეტწილად თანადაფინანსებით. მემორანდუმის პირობების მიხედვით კი, “მედალფას“ კლინიკაში დარეგისტრირებული საბურთალოს რაიონში მცხოვრები მოსახლეობა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს.

თავის მხრივ, საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის თაობაზე რაიონის მცხოვრებთა ინფორმირებას ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და საზოგადოებრივი საბჭოების დახმარებით.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …