მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მე მინდა სამყარო ტუბერკულოზის გარეშე!
მე მინდა სამყარო ტუბერკულოზის გარეშე!

მე მინდა სამყარო ტუბერკულოზის გარეშე!

ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ცენტრმა ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა.

ღონისძიებების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის ტვირთის, პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ, რაც იძლევა პოლიტიკური და სოციალური ვალდებულებების მობილიზების გაძლიერების შესაძლებლობას.

ქალაქის ცენტრალურ უბნებში მოეწყო საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებში ცენტრის წევრებმა გაავრცელეს ბროშურები, პოსტერები და ამ მხრივ უზრუნველყვეს მოსახლეობის ინფორმირება ტუბერკულოზის შესახებ.

გაიმართა სემინარი თემაზე “ტუბერკულოზი და მისი პრევენციის გზები”, რომლის მუშაობასაც უძღვებოდნენ დასავალეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დავაადებათა რეგიონალური ცენტრის,საზოგადოებრივი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექიმები.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 24 მარტს. სწორედ ამ დღეს, 1882 წელს რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისაკენ. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის ისტორია იწყება 1982 წლიდან, როდესაც ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირმა 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ გამოაცხადა კოხის აღმოჩენის 100 წლისთავის აღსანიშნავად.

ღონისძიებები ჩატარდა “ტუბერკულოზის პრევენციის პროექტთან” თანამშრომლობით ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

psnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …