მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“- თბილისში სოციალური აქცია იწყება
„მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ იწყებს -აქციის მიზანია გზა დაუთმონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რათა მათ დროულად შეძლონ პაციენტამდე მისვლა.

„მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“- თბილისში სოციალური აქცია იწყება

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ მხარდაჭერით, სოციალურ აქციას – „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ იწყებს.

„აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მძღოლებს, გზა დაუთმონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რათა მათ დროულად შეძლონ პაციენტამდე მისვლა. თითოეული წუთი, დაკარგული გზაში, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ასეთი სახის აქცია ერთგვარი შეხსენებაა მძღოლებისთვის, რომ ხმოვანსიგნალიანი მანქანისთვის გზის დათმობა პაციენტის დახმარებას ნიშნავს“, – აცხადებენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

სტიკერები ამ სლოგანით უკვე გაკრულია თბილისში მოძრავ ავტობუსებზე. მალე აქციას სამარშრუტო მიკროავტობუსები და ტაქსის რამდენიმე კომპანიაც შეუერთდება.

ცენტრი მზადაა, მიაწოდოს შესაბამისი ზომის სტიკერები მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს, რათა მათაც შეძლონ აქციაში მონაწილეობის მიღება.

accent.com.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …