მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მცხეთაში ღონისძიება „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გაიმართება
საღამო, 19 ივნისს, 20:30 საათზე,მცხეთაში, სვეტიცხოვლის გალავანთან მოეწყობა. ღონისძიების გზავნილია „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“.

მცხეთაში ღონისძიება „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გაიმართება

მცხეთაში, „დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ერთობლივ ღონისძიებას გამართავს.

საღამო, 19 ივნისს, 20:30 საათზე, სვეტიცხოვლის გალავანთან მოეწყობა. ღონისძიების გზავნილია „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“.

როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარემ თამარ ჩუბურდანიძემ განაცხადა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ფონდის და ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის სამწლიანი ანგარიში.

„ჩვენ გვინდოდა წმინდა მიწაზე გვეთქვა სათქმელი, რისი თქმაც ალბათ დიდი სიამაყით შეგვიძლია, ჩვენს ფონდსაც და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტსაც, რადგან სამწლიანი მუშაობის პერიოდი ძალიან შრომატევადი. პირდაპირ გეტყვით, დემოგრაფიული პრობლემა ქვეყანაში არ მოგვარებულა. ამას მინიმუმ ერთი დემოგრაფიული თაობა სჭირდება, რომელიც დაახლოებით 25-27 წელს მოიცავს, მაგრამ ამ მცირე პერიოდში, 3 წლის მანძილზე ჩვენ შევძელით პოზიტიური ცვლილებების დადება ქვეყნისთვის.

თუკი ასე გავაგრძელებთ, ჩვენ შევძლებთ ის მოსალოდნელი კატასტროფა, რასაც გაერო 2050 წლისთის გვიწინასწარმეტყველებს, თავიდან ავიცილოთ და კლება რაც შეიძლება შევასუსტოთ და პოზიტიურად შევცვალოთ“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ფონდი და კომიტეტის საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …