მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მარტთან შედარებით აპრილში ჩვილის აფთიაქის ღირებულება 16%-ით შემცირდა
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად ჩვილის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით აპრილში 16%-ით არის შემცირებული.

მარტთან შედარებით აპრილში ჩვილის აფთიაქის ღირებულება 16%-ით შემცირდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის  აპრილის თვის მონაცემებისა და კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად ჩვილის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით აპრილში 16%-ით არის შემცირებული. მარტში ჩვილის აფთიაქის ღირებულებამ 191 ლარი, ხოლო აპრილში კი  160 ლარი და 18 თეთრი შეადგინა.

მაგალითისათვის: მარტში ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტი – პანადოლი 8 ლარი და 70 თეთრი ღირდა, აპრილში კი მისი ღირებულება 8 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა. ასევე, შემცირებულია ბავშვის საწოვარიანი ბოთლის ფასიც. მარტის თვესთან შედარებით ის 4 ლარითა და 25 თეთრით არის გაიაფებული.  აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  გაძვირებულია  ჩვილის აფთიაქში შემავალი მოვლის რამდენიმე საშუალება.

მაგალითისათვის:  მარტის თვის მონაცემებით   ბავშვის პუდრის ღირებულება შეადგენდა 2 ლარსა და 17 თეთრს, თუმცა მისი ფასი აპრილის თვეში უკვე  4 ლარი და 70 თეთრია. ასევე, გაზრდილია ბავშვის კრემის ფასიც. თუკი მისი ღირებულება მარტის თვეში 7 ლარი და 80 თეთრი იყო, აპრილში მისმა  ფასმა  7 ლარსა და 95 თეთრს მიაღწია.

ორგანიზაციამ მედიკამენტების ღირებულება  4 წამყვან სააფთიაქო  ქსელში გადაამოწმა.  დეტალურად ჩვილის აფთიაქში  შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:

ჩვილის აფთიაქი (1-3 წლამდე)

  • აქსესუარები:

აბაზანის თერმომეტრი -6.85ლ

საწოვარა – 5.00ლ

საწოვარიანი ბოთლი- 8.80ლ

ოყნა- 1.53ლ

თერმომეტრი-10.00ლ

მაკრატელი –  4.76ლ

  • მოვლის საშუალებები:

ყურის ჩხირები – 2.12ლ

პუდრა –   4.70ლ

საბავშვო კრემი- 7.95ლ

კრემი საფენქვეშა-  4.64ლ

ბამბა-1.00ლ

სტერილური ბინტი – 1.04ლ

ბრილიანტის მწვანე – 0.30ლ

წყალბადის ზეჟანგი – 1.25ლ

სპირტი- 1.40ლ

  • მედიკამენტები:

პანადოლი- 8. 20ლ

ფენისტილი -13.31ლ

გვირილა -1.48ლ

ვიბურკოლის სანთლები-13.37ლ

ბობოტიკი- 11.40ლ

ნეოპეკე (სიროფი)- 34.90ლ

კამის ჩაი- 7.83

პირის ღრუს მულტიფუნქციური გელი- 8.35ლ

სულ: 160.18 ლ

ჯანდაცვის პლატფორმა შეისწავლის სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიასა და მათ ფასს. მარტის თვეში ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა ჩვილის, პირველადი დახმარების, ბავშვის (3-5 წელი), ოჯახის, ტურისტის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და მათი ღირებულების კვლევის შედეგები. ორგანიზაცია მომავალშიც მიადევნებს თვალს  მედიკამენტების ფასთა ცვლილებას და ფარმაცევტულ ბაზარზე გამოკვეთილ ზრდა-კლების ტენდენციებს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …