ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის აპრილის თვის მონაცემებისა და კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად ჩვილის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით აპრილში 16%-ით არის შემცირებული. მარტში ჩვილის აფთიაქის ღირებულებამ 191 ლარი, ხოლო აპრილში კი 160 ლარი და 18 თეთრი შეადგინა.
მაგალითისათვის: მარტში ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტი – პანადოლი 8 ლარი და 70 თეთრი ღირდა, აპრილში კი მისი ღირებულება 8 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა. ასევე, შემცირებულია ბავშვის საწოვარიანი ბოთლის ფასიც. მარტის თვესთან შედარებით ის 4 ლარითა და 25 თეთრით არის გაიაფებული. აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გაძვირებულია ჩვილის აფთიაქში შემავალი მოვლის რამდენიმე საშუალება.
მაგალითისათვის: მარტის თვის მონაცემებით ბავშვის პუდრის ღირებულება შეადგენდა 2 ლარსა და 17 თეთრს, თუმცა მისი ფასი აპრილის თვეში უკვე 4 ლარი და 70 თეთრია. ასევე, გაზრდილია ბავშვის კრემის ფასიც. თუკი მისი ღირებულება მარტის თვეში 7 ლარი და 80 თეთრი იყო, აპრილში მისმა ფასმა 7 ლარსა და 95 თეთრს მიაღწია.
ორგანიზაციამ მედიკამენტების ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. დეტალურად ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:
ჩვილის აფთიაქი (1-3 წლამდე)
- აქსესუარები:
აბაზანის თერმომეტრი -6.85ლ
საწოვარა – 5.00ლ
საწოვარიანი ბოთლი- 8.80ლ
ოყნა- 1.53ლ
თერმომეტრი-10.00ლ
მაკრატელი – 4.76ლ
- მოვლის საშუალებები:
ყურის ჩხირები – 2.12ლ
პუდრა – 4.70ლ
საბავშვო კრემი- 7.95ლ
კრემი საფენქვეშა- 4.64ლ
ბამბა-1.00ლ
სტერილური ბინტი – 1.04ლ
ბრილიანტის მწვანე – 0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი – 1.25ლ
სპირტი- 1.40ლ
- მედიკამენტები:
პანადოლი- 8. 20ლ
ფენისტილი -13.31ლ
გვირილა -1.48ლ
ვიბურკოლის სანთლები-13.37ლ
ბობოტიკი- 11.40ლ
ნეოპეკე (სიროფი)- 34.90ლ
კამის ჩაი- 7.83
პირის ღრუს მულტიფუნქციური გელი- 8.35ლ
სულ: 160.18 ლ
ჯანდაცვის პლატფორმა შეისწავლის სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიასა და მათ ფასს. მარტის თვეში ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა ჩვილის, პირველადი დახმარების, ბავშვის (3-5 წელი), ოჯახის, ტურისტის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და მათი ღირებულების კვლევის შედეგები. ორგანიზაცია მომავალშიც მიადევნებს თვალს მედიკამენტების ფასთა ცვლილებას და ფარმაცევტულ ბაზარზე გამოკვეთილ ზრდა-კლების ტენდენციებს.