მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მარტის თვესთან შედარებით აპრილში საბავშვო აფთიაქის ღირებულება 12 %-ით შემცირდა
ჩატარებული კვლევის შედეგად საბავშვო აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით აპრილში 12%-ით არის შემცირებული.

მარტის თვესთან შედარებით აპრილში საბავშვო აფთიაქის ღირებულება 12 %-ით შემცირდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის აპრილის თვის მონაცემებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად საბავშვო აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით აპრილში 12%-ით არის შემცირებული. მარტში ჩვილის აფთიაქის ღირებულებამ 114 ლარი, ხოლო აპრილში კი 100 ლარი და 37 თეთრი შეადგინა.

მაგალითისათვის: მარტში საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტის, ვიბურკოლის სანთელის ღირებულება  13 და 37 თეთრი იყო, ხოლო აპრილში მისი ფასი 20 თეთრით შემცირდა, თვალის წვეთის – ალბუციდის ფასი კი 2 ლარიდან 1.20 თეთრამდე შემცირდა.

ორგანიზაციამ კვლევის შედეგად მედიკამენტების ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:

საბავშვო აფთიაქი (3-5 წლამდე)

მოვლის საშუალებები:
ყურის ჩხირები (100ც )- 2.65ლ
საბავშვო კრემი- 6.95ლ
ბამბა-1.00ლ
სტერილური ბინტი -1.04ლ
ბრილიანტის მწვანე – 0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი – 0.51ლ (100მ)
სპირტი- 1.40ლ

დამწვრობისთვის:
თურმანიძის მალამო- 4.90ლ

ყელის ტკივილი:
სტრეფსილსი- 8.50ლ

სიცხის დამწევი:
პანადოლი- 8.20ლ
ვიბურკოლის სანთელი -13.17ლ

კუჭნაწლავისთვის:
რეჰიდრონ ოპტიმი -25.95ლ
ენტეროლი- 8.30ლ

ყურის ტკივილის:
ოტიპაქსი – 7.20ლ

თვალის ტკივილის:
ალბუციდი- 1.20ლ

ანტიჰისტამინური:
ცეტირიზინი-3.50ლ

მგზავრობისთვის:
დრამინა- 5.60ლ

ჯამი: 100.37 ლ 

ჯანდაცვის პლატფორმა განაგრძობს სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლას. ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა  ფანასკერტელი ჩვილისა და ოჯახის  აფთიაქის აპრილის თვის კვლევის შედეგები. სამომავლოდ კი იგეგმება ფანასკერტელი პირველადი დახმარების, მძღოლის, ოფისისა და მომხმარებელთა სხვა ჯგუფებისათვის საჭირო აფთიაქების მონაცემების შესწავლა და გამოქვეყნება.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …