მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მარიამ ჯაში ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ეწვია
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, მარიამ ჯაში თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ეწვია.

მარიამ ჯაში ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ეწვია

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, მარიამ ჯაში თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ეწვია.

მარიამ ჯაშმა ცენტრი დაათვალიერა და პაციენტ ქალბატონებს შეხვდა, რომელთაც სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ქალთა ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის სიმსივნის საწყის სტადიაზე გამოსავლენად და შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობის გარანტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. მით უფრო, რომ ეს გამოკვლევები პაციენტებისთვის უფასოა და მთლიან ხარჯს სახელმწიფო ფარავს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტარ ქალთა ჩართულობა სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაციისთვის.

რაც უფრო მეტი ქალბატონი ჩაერთვება სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნის რეგულარულ სკრინინგში, რომელიც ორ-სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაკეთდეს, მით უფრო ნაკლებად გვექნება გართულებული და შორს წასული შემთხვევები და შესაბამისად გამოსავალი იქნება ბევრად უფრო სახარბიელო“, – განაცხადა დეპუტატმა.

მან საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ევროპული სიმბოლო – სამკერდე ნიშანი „სიბრძნის მარგალიტი“ დაურიგა პაციენტებს.

მარიამ ჯაშმა სკრინიგ ცენტრში მყოფ ქალბატონებს თავისი მაჟორიტარული ბიუროს საქმიანობისა და მიღების დღეების თაობაზე ინფორმაციაც მიაწოდა.

info9.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …