მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მანანა გიორგობიანი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს
მანანა გიორგობიანი : ნარკომანია არის ავადმყოფობა და ასეთი ადამიანები ციხეში კი არ უნდა ხვდებოდნენ, არამედ მათთვის კლინიკა უნდა აშენდეს.

მანანა გიორგობიანი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე ცდილობს, რომ ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმზე გამოყოფილი ბიუჯეტის ერთპიროვნული განმკარგველი გახდეს, – ამის შესახებ უფლებადამცველმა მანანა გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს სახელმწიფო სტრუქტურა იგებს, ეს ინტერესთა კონფლიქტია.

”როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს, გადის ლაშა კილაძე ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურის გამოცხადებულ ფულს იღებს ისევ სახელმწიფო სტრუქტურა. ამის შემდეგ კი ლაშა კილაძე თვითონ აცხადებს ტენდერს , ქირაობს ქვეკონტრაქტორებს”, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, ლაშა კილაძეს არ აქვს უფლება, რომ ამ სფეროს მონოპოლიზაცია მოახდინოს, რასაც ის ახლა აკეთებს

გიორგობიანის თქმით, ლაშა კილაძეს არ სურს, რომ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ექიმი ნარკოლოგის ზურა სიხარულიძის სამედიცინო ცენტრი ”ურანტი” არსებობდეს ბაზარზე.

”ურანტი” არ უნდა, რადგან მაღალკონკურენტუნარიანია”, – განაცხადა გიორგობიანმა.

”დღეს კილაძე ცდილობს, რომ სახელმწიფომ მიიღოს კანონი, რომლითაც შეძლებს ის გახდეს ერთპიროვნული განმკარგველი ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმზე გამოყოფილი ბიუჯეტის”, – განაცხადა მანჩო გიორგობიანმა.

მისი თქმით, სტრუქტურა თუ კერძოა მას შეუძლია მოიგოს ტენდერი, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურამ მოიგოს სახელმწიფო სტრუქტურის ტენდერი, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და არ ხდება არც ერთ ქვეყანაში.

გიორგობიანი ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიმართავს და ამ საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

მანანა გიორგობიანის თქმით, ნარკომანია არის ავადმყოფობა და ასეთი ადამიანები ციხეში კი არ უნდა ხვდებოდნენ, არამედ მათთვის კლინიკა უნდა აშენდეს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …