ფარმა მონიტორის ფარგლებში ჯანდაცვის პლატფორმა მორიგ აფთიაქს აქვეყნებს. იქედან გამომდინარე, რომ სულ უფრო მეტად იზრდება ტურისტთა ნაკადი, ორგანიზაციამ შეისწავლა ტურისტის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და მათი ფასი.
კონკრეტულად, ანტისეპტიკური საშუალებების, მწერებისა და მზისგან დამცავი საშუალებების (აეროზოლი ლავანდა, ზიაიას სპრე), ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ფასი.
კვლევისას დადგინდა, რომ შემცირებულია მთელ რიგ მედიკამენტებზე ფასი. ტაიქოლდის ფასი შემცირდა 9.50 ლარიდან 6.60 ლარამდე, ზაიას სპრეის ღირებულება 13.60 ლარიდან 10.60 ლარამდე, მწერების საწინააღმდეგო საშუალება აეროზოლი ლავანდა 7.80 ლარიდან 6.90 ლარამდე გაიაფდა.
საერთო ჯამში შემცირებულია ფასები როგორც მედიკამენტების, ასევე დამცავი და ანტისეპტიკური საშუალებებისა, რაც კარგად ჩანს ინფოგრაფიკაზეც. თუკი აპრილის თვეში ტურისტის აფთიაქის შევსება 73 ლარად იყო შესაძლებელი, მაისში უკვე ამისთვის 67 ლარია საკმარისი.
ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო და აუცილებელი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლას და კვლევის შედეგებს, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ, მოსახლეობას მომავალშიც მიაწვდის.