მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მაისში მძღოლის აფთიაქის შევსება 5%-ით უფრო ძვირია
კვლევის მიხედვით, სხვა თვეებისგან განსხვავებით, რომელიც კლების ტენდენციით გამოირჩეოდა, მძღოლის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი მაისში 5%-ით გაიზარდა.

მაისში მძღოლის აფთიაქის შევსება 5%-ით უფრო ძვირია

ჯანდაცვის პლატფორმა მაისის თვის კვლევის მორიგ შედეგს აქვეყნებს. ამჯერად ორგანიზაცია დაინტერესდა თუ რა თანხა დაუჯდება მძღოლს მისთვის საჭირო მედიკამენტებით აფთიაქის შესავსებად.

როგორც კვლევამ ცხადყო, სხვა თვეებისგან განსხვავებით, რომელიც კლების ტენდენციით გამოირჩეოდა, მძღოლის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი მაისში 5%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტუილად კი, მოიმატა ბაქტერიოციდული ლეიკოპლასტირის, ოქსოლინის მალამოს, იბუპროფენის, ამიაკის ხსნარისა და ნიტროგლიცერინის ფასმა.

თუკი აპრილში მძღოლის აფთიაქის შესავსებად 36 ლარი იყო საკმარისი, ახლა უკვე 38 ლარია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ  ზრდა არ არის ძალიან შესამჩნევი, მედიკამენტზე  ფასის ცვლილება  პირდაპირ აისახება მომხმარებლის ჯიბეზე. 

ორგანიზაციამ კვლევისას საერთო ჯამში შეისწავლა 17 მედიკამენტისა და აქსესუარის ფასი. მათ შორის არის ანტისეპტიკური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, კარდიოლოგიური საშუალებები. მედიკამენტებისა და აქსესუარების ფასი გადამოწმდა 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში, საიდანაც დადგინდა, რომ აპრილთან შედარებით მაისში აფთიაქის შევსება 2 ლარით ძვირია.

ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს ფარამცევტულ ბაზარზე არსებული ტენდენციების შესწავლასა და თვალყურის დევნებას, მოსახლეობისათვის მედიკამენტების ფასის შესახებ  განახლებადი ინფორმაციის მიწოდებას.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …