16 ივნისს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში” რიგით მეთხუთმეტე ღია ლექცია ჩატარდება.
სასესიო თემა „უცხო სხეული სასუნთქ გზებში” იქნება, რომელსაც იაშვილის კლინიკის რესპირაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ხარაშვილი წაიკითხავს.
ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.
მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7