მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ლიბერთი ბანკი და AVON ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიაში ჩაერთვება
ძუძუს კიბო ერთერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას 10-დან 8 შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია.

ლიბერთი ბანკი და AVON ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიაში ჩაერთვება

ლიბერთი ბანკმა და კომპანია ეივონ (AVON) კოსმეტიკს საქართველომ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

1 სექტემბერს, კომპანია ეივონ (AVON) კოსმეტიკს საქართველოს დირექტორმა, ბატონმა სერგეი ოსადჩიმ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი ჩაერთვება კომპანია ეივონის კამპანიაში, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობამდე ძუძუს კიბოსა და მისი პრევენციის ზომების შესახებ ინფორმაციის მიტანას. დამატებით, კომპანია ეივონი უზრუნველყოფს ქალბატონთა უფასო კონსულტაციას, ექოსკოპიურ და მამოგრაფიულ გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას, მობილური კლინიკის საშუალებით. 

2016 წლის 15 აგვისტოდან, კომპანიამ მობილური კლინიკის საშუალებით დაიწყო რეგიონებში ვიზიტი, სადაც ქალბატონები იღებენ უფასო კონსულტაციას და დიაგნოსტიკას თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის გამოყენებით. კამპანია დაიწყო რაჭაში და გაგრძელდება სვანეთში, გურიასა და სამეგრელოში.

ძუძუს კიბო ერთერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას 10-დან 8 შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია. 

მუდმივი თვითშემოწმება და სკრინინგი, საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ქალბატონმა მიიღოს ინფორმაცია თვითშემოწმების მეთოდების და სკრინინგის შესახებ.

libertybank.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …