მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ლელა გულედანი: მედიკამენტებზე ფასების დაწევა ჰუმანითის დამსახურებაა
დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ფასების დარეგულირება სახელმწიფოს ჩარევით მოხდა და ეს სწორი მიდგომაა.

ლელა გულედანი: მედიკამენტებზე ფასების დაწევა ჰუმანითის დამსახურებაა

 „მედიკამენტებზე ფასების დაწევაში „ჰუმანითი ჯორჯიას“ დამსახურებას ვხედავ,“ – აცხადებს „დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი.

იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებში,ვალუტის კურსის ცვლილება სწრაფად არ აისახება საქონლის ფასებზე.

ლელა გულედანი აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ფასების დარეგულირება სახელმწიფოს ჩარევით მოხდა და ეს სწორი მიდგომაა:

„ლარის კურსი გამყარდა, მაგრამ სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები იგივე დარჩა, ხოლო წამლები გაიაფდა. ამიტომ ამ შემთხვევაში, სწორედ ახალი ფარმაცევტული კომპანიის დამსახურებას ვხედავ, რომელიც შემოვიდა და ისეთი ფასები შემოიტანა, რომ სხვა მოთამაშეებს შორისკონკურენცია გაზარდა. მე ვფიქრობ, წამლების გაიაფება უფრო მეტად „ჰუმანითის“ დამსახურებაა, თუმცა გარკვეულწილად, ალბათ, ლარის კურსიც მოქმედებს.

იმ ქვეყნებში, სადაც კონკურენცია მაღალია, ვალუტის კურსის ცვლილება მაშინვე აისახება  პროდუქტის ფასებზეც, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება. სამომხმარებლო საქონელზე ფასები ასე მარტივად არ იკლებს. როგორც ვიცი, „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლაში სახელმწიფოს ხელიც ურევია. მე ადრეც აღვნიშნე, რომ სახელმწიფოს უნდა დაერეგულირებინა სიტუაცია  და ვფიქრობ, სწორედ ამგვარი ჩარევით მოხერხდა ფასების კორექტირება“.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …