მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი’’ ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 19.00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო აუქციონს მართავს.

ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება

 “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი’’ ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, 19.00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო აუქციონს მართავს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აუქციონის ორგანიზატორებმა აცნობეს, აუქციონზე გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ.

აუქციონზე გამოტანილია საქართველოში ცნობილი და ხალხისათვის საპატივსაცემო ადამიანების პირადი ნივთები, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თასი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამკერდე ნიშნების კოლექცია, ზაზა ფაჩულიას, ძმები არველაძეების და მამუკა გორგოძის მაისურები, ნინო ქათამაძის საყურე, რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი, ზვიად ციკოლიას საკოლექციო საათი და სხვა საინტერესო ლოტები.

”ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრება სამთავრობო, ბიზნეს და დიპლომატიური სექტორიდან. ველოდებით სტუმრებს უცხოეთიდანაც. აუქციონში მონაწილის ბილეთის შეძენა შესაძლებელია ადგილზეც, ბილეთის ფასი 10 ლარი. მოსაწვევებისა და ბილეთების ნომრებით ლოტოტრონში გათამაშდება მეგობარი კომპანიების მიერ მოწოდებული საჩუქრები”, – აცხადებენ ”დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში”.

მათივე ინფორმაციით, ‘’დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი’’ 3 წლის გახდა, ამ დროის განმავლობაში ფონდმა 177 სიცოცხლის გადასარჩენად იზრუნა და 1 მილიონ 845 ათასი ლარი დახარჯა 18 წლამდე ასაკის ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ. ამ აუქციონის მიზანიც ფონდის ბენეფიციარებისათვის საჭირო თანხების მობილიზებაა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …