მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ლაშა კილაძე: ნარკოდამოკიდებულთა თვალსაზრისით, აფხაზეთში მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება
აფხაზეთში მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება.აფხაზეთთან ინტენსიური წვდომა გვაქვს, იმიტომ, რომ ხშირად ჩვენთან მკურნალობენ აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანები.

ლაშა კილაძე: ნარკოდამოკიდებულთა თვალსაზრისით, აფხაზეთში მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საქართველოში ნარკოდამოკიდებულთა საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს.

როგორც კილაძე ამბობს, მეტადონის პროგრამაში დღესდღეისობით დაახლოებით 3 ათას ადამიანზე მეტია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ წამალდამოკიდებული ადამიანები ბევრად უფრო მეტნი არიან, ვიდრე პროგრამაში მონაწილეები.

როგორც კილაძე გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, ნარკოდამოკიდებულთა თვალსაზრისით, აფხაზეთში მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება.

„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთში. ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთში მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება. ჩვენ აფხაზეთთან ინტენსიური წვდომა გვაქვს, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ჩვენთან მკურნალობენ აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანები. იღებენ ჩვენს სერვისებს და ჩვენ გვაქვს მუდმივი ურთიერთობა ჩვენს აფხაზ კოლეგებთან. იქ მეტადონის პროგრამა არ მუშაობს, ეს რუსული პოლიტიკის ნაწილია.

რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საერთოდ არ არსებობს მეტადონის პროგრამა. აფხაზეთიდან ჩვენთან სამკურნალოდ ძლიან ხშირად ჩამოდიან. ფაქტობრივად, არ არის ისეთი შემთხვევა, რომ აფხაზეთიდან რამდენიმე ბენეფიციარი არ გვყავდეს.

მეტადონის პროგრამაში დღესდღეისობით დაახლოებით 3 ათას ადამიანზე მეტია ჩართული. თუ შევადარებთ ჩართულთა პროცენტულ მაჩვენებელს იმ რიცხვს, რომელსაც ეს სერვისი სჭირდება, მაშინ გამოდის, რომ ეს არის საშუალოზე ოდნავ დაბალი მაჩვენებელი.

წამალდამოკიდებული ადამიანები ბევრად უფრო მეტნი არიან, ვიდრე პროგრამის მონაწილეები.
ყველაზე მეტი განყოფილება მეტადონის პროგრამის თბილისში ფუნქციონირებს. შემდეგ რაოდენობის მიხედვით ლიდერობს ქუთაისი. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით გავრცელებულია აჭარაში და სამეგრელოს რეგიონში“,-განაცხადა კილაძემ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …