ჯანდაცვის პლატფორმა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასის კვლევას.
19 დასახელების მედიკამენტის ფასზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მაისში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების უმეტესობა წინა თვესთან შედარებით გაძვირდა, ხოლო სამი მედიკამენტის ფასი უცვლელი დარჩა.
კვლევის პერიოდში შესწავლილ იქნა შემდეგი მედიკამენტები, რომლებზეც ფასთა ცვლილებამ აპრილი–მაისის თვეში ასეთი სურათი მოგვცა:
1.Trimetazidine (Trimetazidine dihydrochloride) / ტრიმეკორი MR 35 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გარსით დაფარული ტაბლეტი
აპრილი – 21,6 ლ; მაისი – 27ლ,
2.Amlodipine / ადიპინი 5მგ
აპრილი – 5,92 ლ; მაისი – 7,4 ლ
3.Amlodipine / ლიპრიმარი 10მგ
აპრილი –113,61ლ; მაისი –142,01
4.Bisoprolol / კონკორი 5მგ
აპრილი – 7,2 ლ; მაისი – 9ლ
5.Diosmin + Hesperidin / დეტრალექსი 500 მგ
აპრილი –25,7ლ; მაისი –31,58ლ
6.Enalapril / ბერლიპრილი 5მგ
აპრილი – 3,29ლ; მაისი – 4,11
7. Indapamide / არიფონ რეტარდი 1.5მგ
აპრილი –14,81 ლ; მაისი –18,51
8. Perindopril arginine / პრესტარიუმი 5მგ
აპრილი – 21, 09ლ; მაისი– 16,87ლ
9. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი არგინინი (2.5 მგ+0.625 მგ)
აპრილი –26,30ლ; მაისი –32,87ლ
10.Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი ფორტე არგინინი 35 მგ
აპრილი –17,6ლ; მაისი– 21.89ლ
11. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი ფორტე არგინინი 5 მგ+1.25მგ
აპრილი – 25,76ლ; მაისი –32,2ლ
12. Rosuvastatin / კრესტორი 10მგ
აპრილი – 42,33ლ; მაისი – 52,91ლ
13.Valsartan / ვალტანი 80 მგ
აპრილი – 9,76, მაისი – 14ლ
14.Valsartan + amlodipine / ექსფორჯი 10 (მგ+160 მგ)
აპრილი –25,44ლ; მაისი– 31,8ლ
15. Valsartan + hydrochlorothiazide / კო–ვალტანი (80 მგ+12.5 მგ)
აპრილი – 9,6ლ; მაისი –12ლ
ფასი არ შეცვლილა შემდეგ პრეპარატებზე:
1.Trimetazidine / პრედუქტალი MR (35მგ) მოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული
აპრილი – მაისი 27.8ლ
2.Clopidogrel / პლავიქსი 75მგ
აპრილი – მაისი 31,9ლ
3. Trimethazidine / პრედუქტალი MR 35მგ
აპრილი – მაისი 27,8ლ
მედიკამენტების ფასების კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ მაისში წინა თვესთან შედარებით ერთი მედიკამენტის ფასი შემცირდა, სამის უცვლელი დარჩა, ხოლო 15–ზე მოიმატა ფასმა. ჯანდაცვის პლატფორმა და აფბა კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფებში შემავალი მედიკამენტების ღირებულებისა და ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ფასის ზრდა-კლების გამოკვეთილი ტენდენციის შესწავლას.
შეგახსენებთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ჯანდაცვის პლატფორმამ და აფბამ მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგი დაიწყო.
ვინაიდან ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები მუდმივად არის მსჯელობის საგანი, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეკონომიკური ინდექსი – ,,ფანასკერტელის ინდექსის“ სახელწოდებით. ინდექსი საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ყოველთვიური დაკვირვების შედეგად ფასთა ცვლილების დინამიკა უფრო გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.