საქართველოში ნარკოპოლიტიკის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.
კურაციოს წარმომადგენლები დეპუტატებს შვიდ ქალაქში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს გააცნობენ. დიმიტრი ხუდნაძის განცხადებით, ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანია დამარცხებულია, თუმცა სამართალდარღვევის ფაქტებს ადგილი მაინც ააქვს.