სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მორიგ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილების თანახმად გაერთიანება 2017 წლის მანძილზეც განახორციელებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესული სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური შემთხვევების რეცენზირებას/ ექსპერტიზას.
სხდომაზე გაერთიანების წევრად მიღებულ იქნა საქართველოს ბირთვული მედიცინის ასოციაცია, ასევე განიხილეს გაერთიანების ეგიდით 2017 წელს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის ორგანიზების საკითხიც.