მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » კლინიკა კარაპს მედლაინის გინეკოლოგები ქუთაისში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ
კლინიკა კარაპს მედლაინის გინეკოლოგები ქუთაისში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

კლინიკა კარაპს მედლაინის გინეკოლოგები ქუთაისში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

17 და 18 ივნისს ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიულ და ონკოლოგიურ ცენტრში თბილისიდან მოწვეული გინეკოლოგები უფასო კონსულტაციებს გამართავენ.

კარაპს მედლაინის ინ ვიტრო განყოფილების ხელმძღვანელი და გინეკოლოგი მანანა ქოჩიაშვილი და ემბრიოლოგი სუატ უნალი 2 დღიან კონსულტაციებს იმ პაციენტებს ჩაუტარებენ, რომელთაც უშვილობის პრობლემა აქვთ.

კონსულტაციები 11:00 – 18:00 სთ-მდე გაგრძელდება და ექიმთან ჩასაწერად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05

კლინიკა კარაპს მედლაინში ინ ვიტრო განყოფილების ხელმძღვანელს მანანა ქოჩიაშვილს ამ სფეროში მუშაობის 15 წლიანი, ხოლო თურქეთიდან მოწვეული ემბრიოლოგ სუატ უნალს კი 20 წლიანი გამოცდილება აქვს. დღემდე კარაპს მედლაინში რეპროდუქციული პრობლემებით მისული პაციენტების ხელოვნური განაყოფიერება 80 % -ში დადებითი შედეგით დასრულდა.

pia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …