ჩვენი კლინიკის კიდევ ერთი სიახლეა ულტრათანამედროვე სამრეცხაო, რომელიც პირველიასაქართველოში თავისი მასშტაბებითა და შესაძლებლობებით.
მსოფლიოში ჩატარებულმა არაერთმა ყვლევამ აჩვენა, რომ კლინიკებში მკურნალობის პროცესში ინფექციური გართულებები, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, 10-15 % ნოზოკომიალური ინფეციები(საავადმყოფოს შიგა ინფექცია, ანუ ინფექციური დაავადება ან გართულება რომელიც განვითარდა საავადმყოფოში ყოფნისას.) სწორედ თეთრეულის საშუალებით ვრცელდება. პაციენტებს, რომელთაც ხანგრძლივად უწევთ ჰოსპიტალიზაცია და აქვთ სუსტი იმუნური სისტემა განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.
ბარიერული ტიპის ჰიგიენური სარეცხი დანადგარები გამოიყენება ისეთ სპეციალიზირებულ დაწესებულებებში, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თეთრეულის სწორ დამუშავებას.
სხვადასხვა ონკანი სარეცხი მანქანიდან წყლის სინჯების ასაღებად საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს, რამდენად საკმარისი სარეცხი საშუალებების კონცენტრაცია, რამდენად კარგად ირეცხება სარეცხი – რამდენად სუფთა და უვნებელი გამოდის ხელახალი მოხმარებისათვის ეს კი გახლავთ მომსახურების ხარისხის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
სამრეცხაო იყოფა ორ სხვადასხვა განყოფილებად, ერთში მხოლოდ გასარეცხი სარეცხი მუშავდება და მეორე მხარეს უკვე გარეცხილი და დამუშავებული გამოდის. სპეციალური საუთოო დანადგარები კი 100% იან გარანტიას იძლევა რომ მოხმარებისთვის გამზადებული თეთრეული იქნება აბსოლუტურად სუფთა და სტერილური.
მიკროპროცესორი საშუალებას იძლევა, დიფერენცირებულად დაპროგრამდეს რეცხვა და სხვადასხვა ტიპის სარეცხს კონკრეტული ოპტიმალური რეჟიმი მიესადაგოს.
მკურნალობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენური ნორმების დაცვას. სწორედ ამიტომ
განყოფილება აღჭურვილია ჰიგიენურ- ბარიერული სისტემით. თანამედროვე მოწყობილობებით რეცხვის
ტექნოლოგია კლინიკაში ნოზოკომიალური ინფექციების მართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი
წინგადადგმული ნაბიჯია.