კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის სამედიცინო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩატარდა.
კომპანია „ბლოკ ჯორჯიას” ინიციატივით, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო ონკოლოგის, პულმონოლოგის, გინეკოლოგის და რადიოლოგის უფასო კონსულტაციები. კომპანიის რეგიონული კოორდინატორის, ზაზა ფიფიას განცხადებით, აქციის მიზანია მოსახლეობის დახმარება და დაავადების დროული აღმოჩენა. მისივე თქმით, დარჩელის სამედიცინო ცენტრი 4 თვეა გაიხსნა და ეს უკვე მერე აქციაა სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღე „კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების” ინიციატივით 1993 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.