14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. თარიღი ინსულინის გამომგონებლის, შვედი მეცნიერის ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღის საპატივცემულოდ დაარსა მსოფლიო დიაბეტის ასოციაციამ.
2000 წლიდან ეს დღე საქართველოშიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
შარშან, 2015 წლის 14 ნოემბერს საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია მსოფლიოს დიაბეტის საერთაშორისო ასოციაციის 233-ე წევრი გახდა.
2016 წლის 14 ნოემბერს, 14 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის დიდ სააქტო დარბაზში ჩატარდება დიაბეტის საერთაშორისო დღისა და საქართველოში პირველი არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციის „დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის“ დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი, დიაბეტთა უცხოური ორგანიზაციების წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის 25 წლიანი ისტორიის ამსახველი ფილმი „ცხოვრება დიაბეტთან ერთად“.
medianews.ge