მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი „სიმეტრია“ გაიხსნა
„სიმეტრიის" მეთოდიკას უკუჩვენებები არ აქვს. ხერხემალსა და სახსრებში ტკივილისგან განკურნება გარანტირებულია.

ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი „სიმეტრია“ გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის №33-ში, ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – „სიმეტრია” გაიხსნა.

პრეზენტაციას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა გარკვეული ფასდაკლებით ისარგებლეს და საჩუქრების გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ორგანიზატორებმა რამდენიმე დამსწრე სტუმარს დიაგნოსტიკა ჩაუტარეს. პრეზენტაციის დასასრულს კი საზეიმო ვითარებაში ტორტი გაიჭრა. ცენტრი ბიომექანოთერაპიის კომპლექსური მეთოდიკით მუშაობს, რომელიც სამკურნალო მოძრაობას გულისხმობს და კუნთოვანი დისბალანსის აღმოფხვრაზე, სისხლის მიმოქცევის აღდგენასა და ინერვაციაზეა მიმართული.

როგორც „სიმეტრიის” სამედიცინო ცენტრების საერთაშორისო ქსელის მთავარმა ექიმმა ვალერი პავლენკომ აღნიშნა, ფიზიკური რეაბილიტაცია პაციენტებს ეხმარება, მოკლე დროში განიკურნონ. მისივე თქმით, მკურნალობა არ გულისხმობს ოპერაციებს, გამოიყენება მხოლოდ ეკოლოგიური მკურნალობა, ოპერაციებისა და წამლების გარეშე.

„ეს საერთაშორისო კამპანიაა, რომელიც არის კიევში, მოსკოვში, ბაქოში და უკვე თბილისშიც. კამპანია მოიცავს მკურნალობას ხერხემალის არეში, მხრებში, კისერში, მუხლში, მენჯ-ბარძაყის სახსარში, ტერფსა და იდაყვში. აღნიშნული პროგრამა პაციენტებს ეხმარება, მოკლე დროში განიკურნონ ფიზიკური რეაბილიტაციის დახმარებით. ჩვენ გვაქვს სპეციალური სავარჯიშოები, რომელიც მორგებულია ყველა პაციენტზე ინდივიდუალურად. თითოეული სავარჯიშო ძალიან ეფექტურია. ცენტრში მუშაობენ ნევროპათოლოგები, რეაბილიტოლოგები, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება და ინდივიდუალურად უდგებიან ყველა პაციენტს.

ცენტრი მუშაობს ბიომექანოთერაპიის კომპლექსური მეთოდიკით, მკურნალობა არ გულისხმობს ოპერაციებს, რასაც საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. ჩვენთან მოსული პაციენტი პირველივე პროცედურის შემდეგ გრძნობს წინსვლას, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა დაავადება ინდივიდუალურია, რომელსაც განსხვავებული გრაფიკი და სავარჯიშო სჭირდება. გამოჯანმრთელება კი შესაძლოა, სამი თვის მერეც მოხდეს და ნელ -ნელა მივიღოთ სასურველი შედეგი”, – ამბობს ექიმი ვალერი პავლენკო.

აღსანიშნავია, რომ პროცედურებისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის აღჭურვილობა, რომელიც წარმოებულია გერმანული კომპანია „GYM80″-ის მიერ.

„სიმეტრიის” მეთოდიკას უკუჩვენებები არ აქვს. ხერხემალსა და სახსრებში ტკივილისგან განკურნება გარანტირებულია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

reportiori.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …