მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ხარაგაულში შშმ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
ხარაგაულში პროგრამა, სამედიცინო სერვისებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შშმ პირთათვის ბინაზე მომსახურებით ხორციელდება.

ხარაგაულში შშმ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ

ა(ა)იპ “ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფასო გამოკვლევებს აწარმოებს.

პროგრამა, სამედიცინო სერვისებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აღნიშნულ პირთათვის ბინაზე მომსახურებით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოკვლევა, შემდეგი კომპონენტების ფარგლებში მოხდება:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში;
  • სისხლში კრიატინის განსაზღვრა;
  • ელექტროკარდიოგრამის გადაღება (ეკგ).

აღნიშნული პროგრამა, ხარაგაულში, შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის”–ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების მხარდაჭერით ხორციელდება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებაში, კლინიკის ყველა თანამშრომელი აქტიურადაა ჩართული.

პროგრამაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის შშმ პირები მონაწილეობენ, რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და შპს “რეგიონული ჯანადაცვის ცენტრში” არიან რეგისტრირებულნი.

პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განხორციელდება.

etanews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …