ჯანდაცვის პლატფორმა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბისზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ფანასკერტელის ინდექსის კვლევას განაგრძობს და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებზე მარტისა და აპრილის თვეში დაფიქსირებული ფასების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციების მიერ ჩატარებული დაკვირვებით დადგინდა, კარდიოლოგიური ჯგუფის 19 დასახელების მედიკამენტზე აპრილის თვეში მარტთან შედარებით ფასები საშუალოდ 12.11%–ით არის შემცირებული. მაშინ, როდესაც მარტის თვეში იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 5,6% იყო. კვლევის პერიოდში 14 მედიკამენტზე ფასი საშუალოდ 18.5%–ითშემცირდა, ხოლო 5 მედიკამენტზე ფასი უცვლელი დარჩა.
კერძოდ, კვლევის პერიოდში შესწავლილი იყო შემდეგი მედიკამენტები, რომლებზეც ფასთა ცვლილებამ მარტი-აპრილის თვეში ასეთი სურათი მოგვცა:
- Trimetazidine/პრედუქტალიMR (35მგმოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი) მარტი- 28.80ლ; აპრილი- 27.80 ლ
- Trimetazidine (Trimetazidine dihydrochloride) / ტრიმეკორიMR (35მგ) მარტი- 27ლ; აპრილი- 21.60 ლ
- Diosmin + Hesperidin / დეტრალექსი (500მგ) მარტი- 31,58 ლ;აპრილი- 25,70 ლ
- Enalapril / ბერლიპრილი (5მგ) მარტი- 4.11 ლარი; აპრილი- 3.29 ლ
- Indapamide / არიფონ რეტარდი (1.5 მგ) მარტი- 18.51 ლარი; აპრილი- 14.81 ლ
- Perindopril arginine / პრესტარიუმი (5მგ) მარტი- 21,09 ლ; აპრილი – 16,87 ლ
- Perindopril Arginine + Amlodipine / პრესტარიუმი კომბი არგინინით(5მგ + 5მგ) მარტი- 32,87 ლ; აპრილი- 26,30 ლ
- Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი არგინინი (2.5 მგ+0.625მგ) მარტი- 22 ლ; აპრილი- 17,60 ლ
- Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი ფორტე არგინინი (5 მგ +1.25 მგ) მარტი-32,20 ლ; აპრილი- 25.76 ლ
- Rosuvastatin / კრესტორი(10მგ) მარტი-52,91ლ; აპრილი- 42,33ლ
- Valsartan / ვალტანი (80მგ) მარტი-12,22 ლ; აპრილი- 9,76ლ
- Valsartan / დიოვანი (160 მგ) მარტი- 26,25ლ ; აპრილი- 21 ლ
- Valsartan + amlodipine / ექსფორჯი (10 მგ+160 მგ) მარტი- 31,80 ლ; აპრილი- 25,44 ლ
- Valsartan + hydrochlorothiazide / კო–ვალტანი(80 მგ+12.5 მგ) მარტი-12ლ;აპრილი- 9,60 ლ
ფასი არ შეცვლილაშემდეგ პრეპარატებზე:
- Clopidogrel / პლავიქსი (75მგ) მარტი-აპრილი 31.9 ლარი
- Amlodipine / ადიპინი (5მგ) მარტი-აპრილი 5.92ლ
- Amlodipine / ლიპრიმარი (10მგ) მარტი-აპრილი 113.61 ლ
- Bisoprolol / კონკორი(5მგ) მარტი-აპრილი- 7.20 ლ
- Trimethazidine / პრედუქტალიMR (35მგ) მარტი-აპრილი- 27.80 ლ
ჩატარებული კვლევის შედეგად,კარდიოლოგიური ჯგუფის 19 დასახელების მედიკამენტის მარტის თვის ფასები,იანვრის თვის ფასებთან შედარებით,საშუალოდ,12.11%-ით არის შემცირებული. ჯანდაცვის პლატფორმა და აფბა კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფებში შემავალი მედიკმენტების ღირებულების შესწავლასა და ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ფასის ზრდა-კლების გამოკვეთილ ტენდენციას.