მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ,,ჯორჯიან თაიმსი“ რიგით მეორე სამედიცინო ფესტივალს მასპინძლობს

,,ჯორჯიან თაიმსი“ რიგით მეორე სამედიცინო ფესტივალს მასპინძლობს

დღეს, მედია ჰოლდინგმა ,,ჯორჯიან თაიმსი“  რიგით მეორე სამედიცინო ფესტივალი გამართა.

ფესტივალი 14:00 საათზე, მთაწმინდის პარკში გაიხსნა და მას სტუმრის სტატუსით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – ეკა ადამია და ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელი , – ნათია ვერძაძე ეწვივნენ.

ფესტივალი წამყვანმა მისალმებით გახსნა და შემდეგ, სიტყვა გადაეცა მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, – მალხაზ გულაშვილს.

გულაშვილმა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას მასში აქტიურად ჩართულობისაკენ მოუწოდა. როგორც მოგვიანებით მალხაზ გულაშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განაცხადა:

,,ფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს აქტიური სამედიცინო კომპანიებისაქართველოში, რომელებსაც აქვთ სურვილი, რომ თავად მივიდნენ მოსახლეობასთან და არა – მოსახლეობა  – მასთან. ეს აგრესიული მარკეტინგია, რომლის საშუალებითაც, ჩვენ ვეხმარებითკლინიკებს, რომ უფრო კარგად იყვნენ წარმოჩენილნი საზოგადოების ფართო ფენებისთვის.

გარდა ამისა, ამ ადგილას, ეს ფესტივალი სხვა ფუნქციასაც იძენს, რადგან აქ ძალიან ბევრი ტურისტი მოძრაობს და ისინი აქტურად მოდიან და გებულობენ, თუ როგორი მაღალიდონის სამედიცინო სერვისები და დაწესებულებები აქვს საქართველოს. ტურისტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ ქვეყნებში ძალიან ძვირი ჯდება ეს სიამოვნება.

გარდა ამისა, ნამდვილად იგრძნობა სოციალური პასუხისმგებლობა ამ კომპანიებისა და მოსახლეობის და რაღა თქმა უნდა, „ჯორჯიან თაიმსის“ , რომელმაც ეს ყველაფერი მოიფიქრა და განახორციელა.“

ფესტივალზე, ასევე, სიტყვით წარდგნენ ქ. თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთაც, ღონისძიებაში მათი უწყების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მსვლელობისას, დასახელდა ყველა მასში მონაწილე კლინიკა და ბოლოს, წარმომადგენლებმა მოკლედ ისაუბრეს საკუთარი კლინიკების მომსახურეობასა და სერვისებზე. ასევე, მოსახლეობას სისხლის უანგაროდ ჩაბარებისკენ მოუწოდეს.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილმა კლინიკებმა საზოგაოდებას საკუთარი სერვისების შესახებ კონსულტაციები ჩაუტარეს. ასევე, მათ ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური გამოკვლევები.

ღონისძიებას ოფიციალურად აფორმებდა ბენდი Old Fashioned Band.

epn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …