საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. დასრულებულია გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობა.
დღეს სამუშაოების მიმდინარეობა „ჯიპიაის“ და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად დაათვალიერეს.
მათი თქმით, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს და მიმდინარე წლის აპრილში ვანს 9 საწოლიანი კლინიკა ექნება.