მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჯენერიკი არის ეტიკეტი და ეს სიტყვა ნურავის აშინებს
ზოგადად მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჯენერიკი არის ეტიკეტი და ეს სიტყვა ნურავის აშინებს." მთავარია იყოს შესაბამისი რეგულაცია ქვეყანაში"- ირაკლი მარგველაშვილი.

ჯენერიკი არის ეტიკეტი და ეს სიტყვა ნურავის აშინებს

ფარმაცევტთა ასოციაციის დირექტორი: ჯენერიკი არის ეტიკეტი და ეს სიტყვა ნურავის აშინებს. ლარის კურსის დევალვაციის გამო, მედიკამენტებზე ფასების ზრდა მძიმე ტვირთად აწვება სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას.

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ფასების შემცირებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებით გეგმავს, რადგან მათი ღირებულება ბრენდულ წამლებთან შედარებით, გაცილებით დაბალი იქნება.

ანალიტიკური ცენტრი “რეიტინგი კავკასია” დაინტერესდა საზოგადოების ინფორმირებულობის დონით და მომხმარებელთა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო, იცოდნენ თუ არა მომხმარებლებმა ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ და რამდენად იყენებდნენ მას. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 83%-ს საერთოდ არ სმენიათ ტერმინი “ჯენერიკის” შესახებ. ხოლო ინფორმირებული მომხმარებლებიდან მსგავსი ტიპის მედიკამენტებს 28% იძენს.

ვლევიდან ნათელია, რომ მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ერთიმეორესგან ვერ არჩევს ბრენდულ და ჯენერიკ მედიკამენტებს.  მაშინ როცა,  ქართული ბაზრის ფარამცევტულ სექტორში გაყიდვების 2/3-ზე მეტი სწორედ ჯენერიკ მედიკამენტებზე მოდის. 

რა არის ჯენერიკი და რითი განსხვავდება ბრენდული მედიკამენტისგან? 

ფარმაციაში “ორიგინალური ბრენდი – ინოვაციური სინთეზირებული ფორმულაა, რომლის შექმნას, კვლევას და ბაზარზე პირველად შესვლას დაახლოებით 10-12 წელი და ძვირადღირებული კვლევები სჭირდება, ასეთი წამლები დაცულია პატენტით. მათ მფლობელებს, როგორც წესი, 20 წლიანი ექსკლუზივი აქვთ წამლის გაყიდვაზე, რაც განაპირობებს ამ კატეგორიის წამლების სიძვირეს.

საპატენტო შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ, წამლის წარმოების უფლება სხვა მწარმოებლებასაც ეძლევათ და ასე იქმნება ჯერ პირველი რიგის ჯენერიკები, რომლებსაც აღარ ესაჭიროებათ ის ძვირადღირებული კვლევები, რაც ინოვაციურ ფორმულას და საკმარისია დადასტურებული იქნას მათი ბიოექვივალენტობა შესაბამის რეფერენს-პრეპარატთან. შემდეგ იქმნება უკვე მეორე რიგის ჯენერიკები, მესამე და ა.შ.

 „ჯენერიკებზე ბევრს საუბრობენ. მათ შესახებ, საქართველოს კანონში ასე წერია, რომ ეს არის საერთაშორისო, არაპატენტირებული კვლავ წარმოებული პრეპარატი. ჯენერიკები მთელ მსოფლიოში ძალიან ფართოდ მოხმარებადია. მეტსაც გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 82 პროცენტი  ჯენერიკ პრეპარატებითაა გაჯერებული. ეს მაშინ, როდესაც 2005 წელს 45% ეჭირა ბრენდს და მხოლოდ 55% – ჯენერიკებს. ეს არის საერთაშორისო ტენდენცია და ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, რომელიც სწორი გზით მიდის, ამას ვერ გაექცევა,“

განმარტავს ფარმაცევტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი.

ასოციაციის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან დეტალებზეც მიანიშნებს,  რომ მედიკამენტი ბრენდი იქნება თუ ჯენერიკი, ყველას მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ხარისხის კონტროლის ერთნაირი კრიტერიუმი: „ჯენერიკი არ ნიშნავს ცუდსმ კარგს ან   საუკეთსოს, ეს არ არის უბრალოდ ეტიკეტი. ეს მედიკამენტის ტიპი, რომელსაც სჭირდება ანალოგიური ხარისხის კონტროლი.

ჯენერიკები ძალიან ფართოდაა შემოსული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ. გაგვიგია ყველას მედიკამენტი, ანტიბიოტიკი როცეფინი. აღნიშნული მედიკამენტი არის ორიგინალი, რომელიც ძალიან ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის ნაწარმია. დღეს საქართველოში არის როცეფინის დაახლოებით ასი ჯენერიკი და ორიგინალი პრეპარატი მთელი ამ ბრუნვის 10%-ს შეადგენს. 90% შემთხვევაში იყიდება ჯენერიკი და არა – ბრენდი. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ბრენდი უფრო ძვირია, ვიდრე ჯენერიკი.“

ირაკლი მარგველაშვილი ლაბორატორიის  აუცილებლობაზეც საუბრობს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ეს არის ფუფუნება, მართალია ძვირადღირებული და რთულია მისი გამართული მუშაობა, მაგრამ აცუილებელი და დროულია. „ეს ყველა განვითარებადი ქვეყნის პრობლემაა, და არა მხოლოდ საქართველოსი. აუცილებელია ქვეყნის კანონმდებლობის რეგულაციების დახვეწა, რაზეც მუშაობაუკვე მიმდინარეობს.

საერთაშორისო ექპერტთა ჯგური, რომელიც სამინისტრომ დაიქირავა, გვპირდება, რომ წლის ბოლოსთვის იქნება კანონმდებლობის ცვლილებების გარკვეული დრაფტი წარმოდგენილი. სახელმწიფოს შეუძლია შეიცვალოს ისე, რომ უფრო მეტად განაპირობოს ხარისხის კონტროლი.

ეს არ ნიშნავს, რომ კონტროლი რეგისტრაციის დროს, არამედ ეს არის მედიკამენტების ბრუნვაში კონტროლი, როდესაც იყიდება და ხდება მისი რეალიზაცია. აი, ამ მექანიზმების ამოქმედება, რომელსაც ქვია ფარმაკოუსაფრთხოება, არის საძირკველი ფარმაინდუსტრიის. ამიტომ ამის ამოქმედება უფრო მოკლე ვადებშიც შესაძლებელია, სწორედ ასეც იგეგმება, ვიდრე ლაბორატორიის შექმნა.“

ასოციაციის დირექტორი ფარმაცევული კომპანიების დამსახურებაზეც საუბრობს და მათ დიდი წვლილზეც მიანშნებს.

„სამწუხაროდ, მწირია სახელმწიფო რესურსები. წამლის სააგენტო, რომელსაც ევალება მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, არის ძალიან კარგი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული, მაგრამ მათი შესაძლებლობა არ არის უსაზღვრო. მედიკამენტი დარეგისტრირდა და შემოვიდა ბაზარზე, მნიშვნელობა არ აქვს, ბრენდია თუ ჯენერიკი, მითუმეტეს ჯენერიკი უფრო მედი დასახელების აღირიცხება, ვიდრე ბრენდი.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთი ბრენდი რომ შეიქმნას, ახალი, ოროგინალი პრეპარატი მწარმოებელი კომპანია ხარჯავს დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს. თანაც, მხოლოდ სამიდან ერთი ამართლებს, დანარჩენი ორი მიდის წაგებაში. როგორ უნდა განიზაღვროს ესა თუ ის  მედიკამენტი – ჯენერიკი იქნება თუ ბრენდი,  რამდენად ეფექტურია, რა სეგმენტი მოიხმარს, რა შედეგებს ვაღწევთ? ამისთვი საჭიროა ფარმაკოზედამხედველობის სისტემა, ანუ არსებობდეს სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს.

 დროის განმავლობაში თუ რაიმე არასასურველი მოვლენა დაფიქსირდა, ამისთვის არსებობს კიდევ უამრავი დოკუმენტაცია. სწორედ ამას ქვია ფარმაკოზედამზედველობის სისტემა. საქართველოში ჯერჯერობით ასე არ ხდება, მაგრამ არის მცდელობები და იმედია, რომ წარმატებით დაგვირგვინდება ეს ყველაფერი.

აღნიშნული სისტემა დამატებით მოითხოვს გარკვეულ რესურსებს. სწორედ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მის გარეშე ვერაფერი მოხდება. ზოგადად მინდა ხაზი გაუსვა, რომ „ჯენერიკ მედიკამენტი“, ეს სიტყვა ნურავის აშინებს, მთავარია იყოს შესაბამისი რეგულაცია ქვეყანაში.“

commersant.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …