მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ახალგაზრდებს უფრო აწუხებთ, ვიდრე ასაკოვან ადამიანებს
ვეგბერდი Healthgrove-ი მკითხველს სთავაზობს იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომელიც ახალგაზრდებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მოხუცებს.

ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ახალგაზრდებს უფრო აწუხებთ, ვიდრე ასაკოვან ადამიანებს

ვეგბერდი Healthgrove-ი მკითხველს სთავაზობს იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომელიც ახალგაზრდებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მოხუცებს. რეიტინგში პირველ ადგილას დეპრესიული აშლილობააა.

აღნიშნული პრობლემა 100 000 ადამიანიდან 1464-ს აწუხებს, დეპრესიული აშლილობა ძირითადად 20-24 წლის ასაკში ვლინდება.

  • მეორე ადგილზეა რკინადეფიციტური ანემია, რომელიც 5-9 წლის ბავშვებში ხშირია. ეს დაავადება გულისხმობს სისხლში რკინის ნაკლებობას.
  • მესამე ადგილზეა ასთმა, რომელიც 100 000 ადამიანს შორის 655-ს აწუხებს. იგი საშუალოდ 10-14 წლის ასაკში შეინიშნება.
  • მეოთხე ადგილზეა მიგრენი, რაც თავის ნერვული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თავის ძლიერი ტკივილით. იგი დაახლოებით 35-დან 39-მდე ასაკის ადამიანებს აწუხებთ.
  • მეხუთე ადგილს იკავებს შიზოფრენია, რაც 100 000 ადამიანს შორის 481-ს აწუხებს.
  • მეექვსე ადგილას კი რეიტიგში აკნეა, რომელიც ძირითადად 15-19 წლის ასაკში აწუხებთ ახალგაზრდებს.
  • მეშვიდე ადგილზე კი ბიპოლარული აშლილობაა. რომელიც 25-29 წლის ასაკში ვლინდება ძირითადად.
  • მერვეზეა დერმატიტი, რაც კანის ანთებითი რეაქციაა და იგი ხშირია 35-39 წლის ქალებში.
  • მეცხრეზეა ასევე კანის დაავადება, კერძოდ კი კანის ვირუსული დაავადებები, რაც 5-9 წლის ბავშვებს აწუხებს.
  • მეათეზე ბულემია, მე-11-ზე აუიტიზმი, მე-12-ზე კი სტრესით გამოწვეული თავის ტკივილი.

ოცეულში ასევე შედის ანორექსია, ასპერგერის სინდრომი (15-19 წლის მოზარდებში) და კარიესი.

allnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …