მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მიბმა მიზნობრივ ჯგუფებზე გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას
საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა ფაქტიურად მოხსნის იმ მცდარ მიდგომას, რომ ვისაც შემოსავალი აქვს არ უნდა იყოს პროგრამის ბენეფიციარი.

ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მიბმა მიზნობრივ ჯგუფებზე გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მოხდება კერძო დაზღვეულებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეების ბაზების განახლება, რაც მნიშვნელოვან თანხებს გამოათავისუფლებს და მიმართული იქნება მთავარი გამოწვევისკენ როგორიცაა ის მედიკამენტები, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სვას ქრონიკული დაავადებების გამო.

„რაც შეეხება სტაციონარულ კომპონენტს, როდესაც პაციენტი მკურნალობს, მას რა თქმა უნდა, მედიკამენტებს აუნაზღაურებს სახელმწიფო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე „jandacva.ge“ კომენტარი სთხოვა “საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების” აღმასრულებელ მდივანს არჩილ მორჩილაძეს.

“ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მიბმა მიზნობრივ ჯგუფებზე გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას. საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, ფაქტიურად მოხსნის იმ მცდარ მიდგომას, რომ ვისაც შემოსავალი აქვს არ უნდა იყოს პროგრამის ბენეფიციარი. ვინაიდან ის ადამიანები, რომელთაც უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტ წილს შეიტანენ ჯანდაცვის ბიუჯეტის შევსებაში,“ – აცხადებს მორჩილაძე.

 

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …