მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-8 ტალღა
7 აპრილი მსოფლიო ჯანმრთელობისდღეა. საერთაშორისო ფინდი კურაციო ამ თარიღს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალი ტალღით ეხმიანება და 2016 წლის ბოლო 6 თვის ტენდენციებს აფასებს.

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-8 ტალღა

7 აპრილი მსოფლიო ჯანმრთელობისდღეა. საერთაშორისო ფინდი კურაციო ამ თარიღს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალი ტალღით ეხმიანება და 2016 წლის ბოლო 6 თვის ტენდენციებს აფასებს.

ისევე როგორც წინა ტალღებში, მერვე ტალღაც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებთან ერთად იყენებს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს, რესპონდენტთა მოსაზრებების განსამტკიცებლადკვლევის მონაწილეები აფასებენ დარგში მიმდინარე წარმატებულ პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს.

კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:

  1. ბოლო 2 წლის მანძილზე ბარომეტრის რესპონდენტები ”C ჰეპატიტის პროგრამის” მიმდინარეობას ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ასახელებენ
  2. VIII ტალღაში ჯანდაცვის სფეროს შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ცვლილებები დასახელდა
  3. რიგით მესამე წარმატებად სამედიცინო დაწესებულებების დონეებად განსაზღვრის დაწყება სახელდება.

ჯანდაცვის სფეროს წინაშე დგას გამოწვევებიც, რომლებიც შემდეგი მიმართულებით იკვეთება: 1) ხარჯთ-ეფექტურობის მიღწევა ჯანდაცვის დაფინანსებაში 2) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა-ადმინისტრირების კუთხით არსებული ხარვეზები 3) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი.

  • რესპოდენტები შემდეგნაირად აფასებენ სამედიცინო მომსახურების ფასებსა და მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას:
  • 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა
  • 59% თვლის, რომ ამ პერიოდში ჯიბიდან გადახდებმა იმატა
  • 89% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა

სპეციალისტთა შეფასებები თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2016 წლის მანძილზე:

  • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.78%-ით
  • საავადმყოფოების მომსახურება კი უმნიშვნელოდ გაძვირდა 0.92%-ით
  • მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებაზე მიუთითებს შინამეურნეობების კვლევის მონაცემებიც: 2010 წლიდან 2015 წლამდე 14%-ით არის მომატებული იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი* დაუდგათ.
  • თუმცა, 2015 წელს მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯის მოცულობა უფრო ნაკლებია ვიდრე 2010 წელს იყო.

ბარომეტრის პრეზენტაცია სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.

მადლობას ვუხდით ყველა რესპონდენტს კვლევაში მონაწილეობისთვის.  

uratiofoundation.org

 

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …