მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჯანდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მხარეთა თანამშრომლობას სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა თანაშემწეებად სტუდენტების მომზადების , თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში გამოცდილების გაზიარების, შრომითი მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობისა და იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული – მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკის ეფექტიანი ფუნქციონირების წარმართვის მიმართულებით ითალისწინებს.

იურიდიული მომსახურების სააგენტოებში, საადვოკატო და სანოტარო ბიუროებში, სასამართლოებსა და მედიაციის მომსახურების მიმწოდებელ სახელმწიფო ინსტიტუციებში, მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, იზრდება მოთხოვნა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში დამატებითი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებზე, რაც მედიაციის პროფესიონალიზაციის, პროფესიად ფორმირების მანიშნებელია. კოლექტიური შრომითი დავის მედიაციის სახელმწიფოებრივ სივრცეში ინსტიტუციონალიზაცია დღის წესრიგში აყენებს ახალგაზრდა კადრების მომზადების აუცილებლობას.

აღნიშნულ მიზანს მემორანდუმის ფარგლებში დაფუძნებული მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკა მოემსახურება. მემორანდუმს ხელი შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა – ელზა ჯგერენაიამ და თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა,პროფესორმა – ირაკლი ბურდულმა მოაწერეს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …