მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა
გაგუას კლინიკა შშმ პირებზე სრულად არის ადაპტირებული. ის პირველ აპრილს გაიხსნება და ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა

დედის დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა და გახსნამდე იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100 საწოლზე გათვლილი სამშობიარო კლინიკა თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. ადგილზე ქალის ჯანმრთელობის მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ადგილზე 30-მდე  მეცნიერებათა დოქტორი დასაქმდება. კლინიკური ფუნქციების გარდა, მას სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება.

„გაგუას კლინიკაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სწავლებას გაივლიან.

”გაგუას კლინიკა“ შშმ პირებზე სრულად არის ადაპტირებული. ის პირველ აპრილს გაიხსნება და ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.

info9.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …